“ბორჯღალოსნებმა” “მგლებს” სძლიეს და ვადაზე ადრე გახდნენ რაგბი ევროპა 2020-ის გამარჯვებულები

პარიზში რაგბი ევროპა 2020-ის მე-4 ტურის შეხვედრა გაიმართა პორტუგალიას და საქართველოს შორის

მასპინძელთა როლში მყოფმა “მგლებმა” (პორტუგალიელი მორაგბეების მეტსახელი) დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს “ბორჯღალოსნებს” და ქართველმა მორაგბეებმა მოწინააღმდეგის “წელში გადატეხა” მხოლოდ მატჩის მოწურულს შეძლეს.
 
“ბორჯღალოსნებმა” 39:24 დაამარცხეს “მგლები” და 4 თამაშიდან 4 მოგების შემდეგ მიუწვდომელები გახდნენ მეტოქეებისთვის
 
ლელოები: შალვა მამუკაშვილი, ბექა გორგაძე, დავით კაჭარავა, ბექა საღინაძე, საჯარიმო ლელი, დემე თაფლაძე, სოსო მათიაშვილი
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად