„ბორჯღალოსნებმა” ინგლისის ნაკრებთან ვერაფერი გააწყვეს და 0:40 დამარცხდნენ

ლონდონში, „თვიქენჰემის” სარაგბო სტადიონზე შემოდგომის ერთა თასის პირველი ტურის შეხვედრა გაიმართა

„თვიქენჰემზე”, მასპინძლებთან, ინგლისის ნაკრებთან „ბორჯღალოსნები” ატარებდნენ შეხვედრას, რომელიც როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისელთა დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა.

პირველ ტაიმში ინგლისელებმა 26:0 მოიგეს. მეორე ნახევარში „ბორჯღალოსნებმა” უკეთ დაიცვეს თავი და ინგლისმა “მხოლოდ” 14 ქულა შემატა პირველი ნახევრის მონაგარს, ქართველმა მორაგბეებმა კი ვერც ამჯერად შეძლეს ქულის მოპოვება.

ინგლისის ნაკრებმა მშრალი ანგარიშით გაიმარჯვა 40:0.

ინგლისის და საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში უელსი და ირლანდია თამაშობს, მეორე ჯგუფში კი შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია და ფიჯი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად