ბორჯღალოსნების 12 ლელო და ქართველი მორაგბეების გამარჯვება ბელგიის ნაკრებთან – 78 : 6

“რაგბი ევროპის ჩემპიონატის” 2020 წლის გათამაშების მესამე შეხვედრა საქრთველოს ნაკრებმა ბელგიელებთან გამართა და მოწინააღმდეგეები დიდი ანგარიშით, 78 : 6 დაამარცხა.

შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. ბორჯღალოსნებმა შეხვედრა განახლებული შემადგენლობით დაიწყეს და ძირითად შემადი შემადგენლობა ახალგაზრდა მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული:  15. სოსო მათიაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. აკაკი ტაბუცაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე. მარქაფა: 23. თამაზ მჭედლიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 21. გიორგი ბეგაძე; 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გიორგი თეთრაშვილი, 18. ლაშა ტაბიძე; 19. დავით გიგაური, 20. ბექა საღინაძე.

თამაში მასპინძლების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველივე წუთებიდანვე ქართველი მორაგბეების შეტევებით და ლელოთი დაიწყო. ბორჯღალოსნებმა შეხვედრის პირველი ნახევარი 33 : 6 მოიგეს. მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 45 : 0 დაამარცხა.

ბორჯღალოსნებმა შეხვედრაში 12 ლელოს დადება მოახერხეს : აკაკი ტაბუცაძე (4), ვანო კარკაძე, სოსო მათიაშვილი, ზურა ძნელაძე, საჯარიმო ლელო, გიორგი ბეგაძე, ბექა გორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, დემე თაფლაძე. გარდასახვა: აბჟანდაძე (7)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად