ბორჯღალოსნები ტესტ-მატჩებს იაპონიისა და სამოას წინააღმდეგ გამართავენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, რომ შოტლანდიის გარდა, ბორჯღალოსნები ტესტ-მატჩებში იაპონიასა და სამოას დაუპირისპირდებიან.

როგორც მილტონ ჰეიგმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სამოასა და იაპონიის წინააღმდეგ მატჩები თბილისში გაიმართება.

"საშემოდგომო სერიაში შოტლანდიის გარდა, იაპონიასა და სამოას ნაკრებებს დავუპირისპირდებით.

იაპონიასა და სამოასთან დაპირისპირებები თბილისში გაიმართება, შოტლანდიას კი ჩვენ ვესტუმრებით.

ძალიან კარგი შემოდგომის სერია გველოდება წინ და ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს", – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად