ბორჯღალოსნები შოტლანდიელებთან მატჩში დამარცხდნენ 10 : 44

დღეს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა რაგბიში ბორჯღალოსნების და შოტლანდიის ნაკრები გუნდების მატჩს მასპინძლობს

მატჩის მე-7 წუთზე შოტლანდიელებმა ხელსაყრელი მდგომარეობიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნეს ანგარიში – 0:3.

მე-12 წუთზე შოტლანდიელებმა ისევ მიიღეს ჯარიმის დარტყმის უფლება და ზუსტად შესრულებული ჯარიმის შემდეგ ანგარიში 0:6 გახადა.

მე-14 წუთზე შოტლანდიელებმა ლელო დადეს და გარდასახვა ზუსტად შეასრულეს – 0:13

მე-19 წუთზე შოტლანდიელებმა კიდევ ერთხელ დადეს ლელო – 0:18 და ამჯერადაც ზუსტად შეასრულეს გარდასახვა – 0:20.

33-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა შორეული საჯარიმო დარტყმით შეძლო ანგარიშში სხვაობის შემცირება – 3:20.

პირველი ტაიმის მე-40 წუთზე შოტლანდიელებმა საჯარიმო დარტყმის შემდეგ 20 ქულიანი სხვაობა აღადგინეს – 3:23

მეორე ტაიმში, შეხვედრის 47-ე წუთზე, შოტლანდიელებმა ლელო-გარდასახვით ანგარიში 3:30 გახადეს.

58-ე წუთზე კარლენ ასეიშვილმა ლელო დადო, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახვა შეასრულა ზუსტად – 10:30.

63-ე წუთზე შტლანდიელებმა მორიგი ლელო-გარდასახვით ანგარიში 10:37 გახადეს.

74-ე წუთზე შოტლანდიელებმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 10:44

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...