ბორჯღალოსნები შოტლანდიაში დამარცხდნენ

თბილისში ბორჯღალოსნებზე 44:10 გამარჯვების შემდეგ შემდეგ შოტლანდიელებმა საკუთარ მინდორზეც მოიპოვეს გამარჯვება.

პირველი ტაიმი დაახლოებით თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა შოტლანდიელებმა მხოლოდ მინიმალური სხვაობით შეძლეს დაწინაურება – 10:9

მე-17 წუთზე შოტლანდიელთა წამოწყებული სწრაფი შეტევის შეჩერება ბორჯღალოსნებმა ვერ შეძლეს და მასპინძლები დაწინაურდნენ – 5:0

მე-20 წუთზე აბჟანდაძემ ჯარიმიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 5:3

23-ე წუთზე შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელო დადეს – 10:3

27- წუთზე აბჟანდაძემ მეორე ჯარიმა გაიტანა – 10:6

30-ე წუთზე აბჟანდაძემ მე-3 ჯარიმა შეასრულა ზუსტად და ანგარშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 10:9

შეხვედრის მეორე ნახევარში, მატჩის 50-ე წუთზე შოტლანდიელებმა მე-3 ლელო დადეს და ამჯერად გარდასახვას ზუსტად შეასრულეს – 17:9

69-ე წუთზე შოტლანდიელებმა მეოთხედ დადეს ლელო – 22:9

71-ე წუთზე შოტლანდიელებმა მეხუთე ლელო დადეს და გარდასახვა ზუსტად შეასრულეს – 29:9

77 წუთზე ბორჯღალოსნებმა კვლავ დაუშვეს შეცდომა და შოტლანდიელების ლელო-გარდასახვის შემდეგ საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 36:9

 

მოამზადა რაულ კაპანაძემ 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...