ბორჯღალოსნები რეიტინგში ფიჯისთან ურუგვაის სენსაციურმა გამარჯვებამ დააწინაურა (ვიდეო)

იაპონიაში რაგბიში მსოფლიო თასის გათამაშებაზე მეორე ტურის მორიგი მატჩი გაიმართა.
ბორჯღალოსნებთან ერთად D ჯგუფში მოასპარეზე ფიჯის და ურუგვაის გუნდების შეხვედრაში ურუგვაიმ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა – 30:27.

ანგარიში ფიჯელებმა მე-5 წუთზე დადებული ლელოთი გახსნეს 5:0. მე-13 წუთზე ურაგვაელებმა საპასუხო ლელო დადეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს – 5:7. მე-18 წუთზე ფიჯელების მიერ გატანილი ლელოს და ზუსტი გარდასახვის საპასუხოდ ურუგვაელებმა 21-ე წუთზე გაიტანეს ლელო და კვლავ ზუსტად შეასრულეს გარდასახვა – 12:14. 25-ე წუთზე ურუგვაიმ მესამე ლელო დადო და გარდასახვაც გამოიყენა – 14:21. 37-ე წუთზე ურუგვაელმა ფელიპე ბარკეზიმ ზუსტად შესრულებულ სამ გარდასახვას ზუსტად დარტყმული საჯარიმო შემატა – 12:24.

შეხვედრის მეორე ნახევარში, თამაშის 47-ე წუთზე, ფიჯელებმა მე-3 ლელო დადეს და გარდასახვა კვლავ ვერ გამოიყენეს – 17:24. მე-60 წუთზე ფელიპე ბარკეზიმ საჯარიმო შეასრულა ზუსტად 17:27. 66-ე წუთზე ფიჯელებმა მე-4 ლელო გაიტანეს და ჩამორჩენა ერთ ლელომდე შეამცირეს – 22:27. 75 წუთზე ფელიპე ბარკეზიმ მატჩიში შესრულებული ოთხი საჯარიმოდამ მესამე გამოიყენა ზუსტად – 22:30. ფიჯელებმა უკვე გაწითლებულ დროში შეძლეს შეძლეს მე-5 ლელოს გატანა, თუმცა ისინი დამარცხებისგან ვერ გადაურჩნენ – 27:30.

ურუგვაელებს მსოფლიო თასზე დღემდე ორი გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული – 1999 წელს ესპანეთთან 27:15 და 2003 წელს საქართველოსთან 24:12, რაც შეეხება ფიჯელებს, მათ 2011 წელს ნამიბიელებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მსოფლიო თასზე დღემდე ჩატარებულ რვა შეხვედრაში ერთადერთი მოგება ჰქონდათ – 2015 წელს ურუგვაისთან 25:49. დღევანდელ შეხვედრაში ფიჯის ნაკრებმა 5 გატანილი ლელოს და 8 ბურთზე ნაკლებით წაგების გამო ორმაგი ბონუს ქულა მიიღეს.

ურუგვაელების მიერ ფიჯელებთან გამარჯვების შემდეგ შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ D ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდეს გუნდი, რომელსაც ერთადერთი გამარჯვება ექნება მოპოვებული.

და ბოლოს, ურუგვაის დღევანდელმა გამარჯვებამ 4 სარეიტინგო ქულა შესძინა და მათ 17-ე ადგილზე გადაინაცვლეს. თავის მხრივ, ფიჯიმ 4 ქულა დაკარგა და შედეგად მასზე წინ, მე-10 და მე-11 ადგილებზე აღმოჩნდნენ არგენტინის და საქართველოს ნაკრები გუნდები.

საქართველოს და ურუგვაის გუნდებს შორის შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად