ბორჯღალოსნები პირველი ტაიმის შემდეგ ფიჯელებთან მარცხდებიან – 3:7

იაპონიაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველო ფიჯის ხვდება.

ჯგუფში მესამე ადგილოსნის გასარკვევი უმთავრესი მატჩი უაღრესად დაძაბულად მიმდინარეობს.

შეხვედრის მე-15 წუთზე სოსო მათიაშვილმა საჯარიმო დარტყმით ანგარიშის გახსნის შანსი გაუშვა ხელიდან.
მე-20 წუთზე ვაისეია ნაიკალევუმ ბორჯღალოსანთა შეცდომა კარგად გამოიყენა ლელო დადო – 0:5. გარდასახვა ბენ ვოლავოლამ ზუსტად შეასრულა – 0:7

35-ე წუთზე ბორჯღალოსნებმა პირველი ქულები მოიპოვეს, სოსო მათიაშვილმა ზუსტად დაარტყა საჯარიმო – 3:7

20′ – ვაისეია ნაიკალევუ, ლელო – 0:5
21′ – ბენ ვოლავოლა, გარდასახვა – 0:7

35′ – სოსო მათიაშვილი – 3:7

ბორჯღალოსნები ასეთი შემადგენლობით თამაშობენ:

ხაზი
15. სოსო მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ), 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

მორკინალები
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ოთარ გიორგაძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მირიან მოდებაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად