„ბორჯღალოსნები” დუბლინში „სამყურებთან” 10:23 დამარცხდნენ

დუბლინში, სტადიონ „ავივა”-ზე, „შემოდგომის ერთა თასის” A ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრებს მასპინძლობდა.

ინგლისის ნაკრების მიერ ჯგუფური ტურნირის მესამე მატჩში უელსის დამარცხების შემდეგ ადგილების განაწილებისთვის დღევანდელ მატჩს არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუმცა „სამყურებს” საკმარისზე მეტი სურვილი აღმოაჩნდა „ბორჯღალოსნების” ისტორიაში მეხუთედ დამარცხებისთვის. თავის მხრივ, „ბორჯღალოსნებს” „შემოდგომის ერთა თასზე” ორი საწყისი შეხვედრის მშრალად წაგების შემდეგ „სამყურებთან” შეხვედრაში პირველი ქულების მოპოვების დიდი სურვილი ჰქონდათ.
 
შეხვედრის პირველ ტაიმის დასაწყისიდან მალევე ირლანდიელები დაწინაურდნენ – 10:0. მე-17 წუთზე გიორგი კვესელაძემ მშვენიერი ლელოთი გუნდს პირველი ქულები მოუტანა, თედო აბჟანდაძემ კი ლელო ზუსტად გარდასახა – 7:10.
 

ტაიმის დარჩენილ დროში ირლანდიელემა კიდევ 10 ქულა შეძინეს მონაპოვარს და შესვენებაზე გუნდები ცამეტქულიანი სხვაობით წავიდნენ – 20:7.

შეხვედრის მეორე ნახევარში აბჟანდაძის ჯარიმის შემდეგ ირლანდიელებმა სამი ქულა აიღეს და საბოლოოდ შეხვედრა 23:10 დასრულდა.

შემდგომის ერთა თასზე გამარჯვებულის ვინაობა ჯგუფებში გამარჯვებულ ინგლისის და საფრანგეთის მორაგბეთა შეხვედრაში გაირკვევა. რეგლამენტის თანახმად, მესამე-მეოთხე ადგილისთვის ერთმანეთს ირლანდია და შოტლანდია უნდა შეხვედნენ, მეხუთე-მეექვსე ადგილისთვის უელსი და იტალია, ხოლო მეშვიდე-მერვე ადგილისთვის ფიჯი და საქართველო.
 
აღსანიშნავია, რომ ფიჯის ნაკრებმა ჯგუფური ტურნირის სამივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით 0:28 წაგება ჩაეთვალა. მიზეზი გუნდის წევრებს შორის კორონავირუსის ინფექციის გამო სათამაშოდ გაუსვლელობა იყო.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად