ბორისპოლის აეროპორტში ირანში, ავიაკასტროფის შედეგად დაღუპულთა გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს

ბორისპოლის აეროპორტში “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს. თვითმფრინავი ირანელმა სამხედროებმა იანვრის დასაწყისში ჩამოაგდეს.

დღეს დილით, უკრაინის შეიარაღებულმა საჰაერო ძალებმა დაღუპულ უკრაინელთა ცხედრები სამშობლოში ჩაასვენეს.

სააგენტო “ინტერფაქს-უკრაინის” კორესპონდენტის ცნობით, ცერემონიას უკრაინის 11 მოქალაქის ნათესავები დაესწრებიან, რომლებიც სწორედ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.

ადგილზე ასევე იმყოფებიან უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, პრემიერმინისტრი ალექსი გონჩარუკი, უკრაინის რადას თავმჯდომარე დიმიტრი რაზუმკოვი და მთავრობის სხვა მაღალი თანამდებობის პირები. გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში უკრაინელი ჯარისკაცებიც მონაწილეობენ.

როგორც ცნობილია, უკრაინის, ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მინისტრთა ჯგუფი შექმნან, რომელიც თეირანის მახლობლად უკრაინული თვითმფრინავის Boeing 737-ის ავიაკატასტროფის თაობაზე გამოძიებას გააკონტროლებს.

8 იანვარს, ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თეირანის აეროპორტში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი Boeing 737-800 შეცდომით ჩამოაგდეს. თვითმფრინავი მარშრუტს თეირანი – კიევის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა – უკრაინის 11 მოქალაქე (მათ შორის, ეკიპაჟის 9 წევრი), ირანის 82 მოქალაქე, კანადის-63, შვედეთის-10, ავღანეთის- 4-, 3 – 3 გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის. ყველა მათგანი დაიღუპა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად