ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, “მაგნიცკის სია” შესაძლოა გაიზარდოს

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო, შესაძლოა „მაგნიცკის სია“ გადაიხედოს. „ჩვენ სიას წლის ბოლოს გადავხედავთ. დაველოდებით, რა ინფორმაცია გვექნება იმ დროისთვის გამოძიებისგან, მკვლელობის შესახებ“ – განაცხადა ნულანდმა.
ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იმედოვნებს, რომ გამოძიება დაადგენს არა მხოლოდ მკვლელობის შემსრულებლის ვინაობას, არამედ შემკვეთებსაც მიაგნებს და დაასახელებს.
სწორედ ამიტომ, ვიქტორია ნულანდი „მაგნიცკის სიის“ გაზრდას არ გამორიცხავს.
დღეს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ელექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ნემცოვის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილი უკვე არსებობს.
„მაგნიცკის სიაში ის  რუსი მარალჩინოსნები შედიან, რომლებსაც აშშ-მ,ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო,ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ეს სანქციები მას შემდეგ დაწესდა, რაც იურისტი სერგეი მაგნიცკი 2009 წელს ციხეში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.
სიაში შედის საგადასახადო სფეროს ოფიციალური პირები და პოლიციის ოფიცრები, რომლებმაც მაგნიცკი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან ისინი კორუფციაში დაადანაშაულა.
თავდაპირველ სიაში 250 ადამიანი შედიოდა.
ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...