ბორის კალანდია მაკა ასათიანს: “ტყუილად ზეიმობთ! არ შეიძლება თქვენ ჩემი წილი 20% შეგრჩეთ “

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბორის კალანდია, “მერსედეს ბენცის” მფლობელის მაკა ასათიანის დღეს გავრცელებულ განცხადებას სოციალური ქსელით პასუხობს.

“ქალბატონ მაკა ასათიანის განცხადების საპასუხოდ, გთხოვთ, ეს განცხადება გამოაქვეყნოთ!

ქალბატონო მაკა, ტყუილად ზეიმობთ!!! არ შეიძლება თქვენ ჩემი წილი 20 პროცენტი შეგრჩეთ… თუ ელემენტარული მახსოვრობა გაქვთ უნდა გახსოვდეთ, განსაკუთრებით, დედათქვენს უნდა ახსოვდეს, ვინ შექმნა “აკა” (აბსანძე, კალანდია, ასათიანი). მე ჩავიყვანე ბატონ კახი და ბატონი გურამ აბსანძე შტუტგარტში და ჩემი სტუდენტობის მეგობრის კლაუდია ბრუნერის მეშვეობით დავაკავშირე “მერსედეს ბენცის” ვიცე-პრეზიდენტებს… აბა დაძაბეთ მახსოვრობა და გაიხსენეთ! ვისთან მიმართებაში გაიმარჯვა სამართლიანობამ? სწორედ მამათქვენის სახელისა და ღირსების გაფრთხილებას შეეწირა ჩემი 20 პროცენტი! ხვალ თუ ზეგ თქვენ მისი დაბრუნება მოგიწევთ!” – წერს ბორის კალანდია.

მაკა ასათიანმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადა წერს: “12 წლის თავზე, ჩვენ გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ ადამიანის უფლებების, ბიზნესის თავისუფლების და ლიბერალური ღირებულებებისთვის ბრძოლაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის არის კანონის უზენაესობის, სამართლიანობის აღდგენისა და პროფესიონალიზმის დასტური“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად