ბორის კაკუბავა: ჩემი შვილიშვილი არ არის დამნაშავე და მას ღმერთი იცავს

“ჩემი შვილიშვილი არ არის დამნაშავე და მას ღმერთი იცავს”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ განაცხადა.

ოჯახის მისამართით გავრცელებულ ბრალდებებზე, რომ ისინი მოწმეებზე ახდნდნენ ზეწოლას და მათ მოსყიდვას ცდილობდნენ, ბორის კაკუბავამ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია.

“არავითარი ფაქტი არ არსებობს. ეს არის ტყუილი“, – თქვა ბორის კაკუბავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს, მონაწილეობდა თუ არა მისი შვილიშვილი დანაშაულში, ბორის კაკუბავამ განაცხადა, რომ მიხეილ კალანდია დანაშაულში არ მონაწილეობდა.

კითხვაზე, ახლა რატომ დააკავეს კალანდია და არის თუ არა პოლიტიკური ინტერესი მის დაკავებაში, ბორის კაკუბავამ განაცხადა: „არ ვიცი, გაირკვევა“.

კითხვაზე, რატომ დააკავეს ფაქტიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ მიხეილ კალანდია, ბორის კაკუბავამ განაცხადა: „ალბათ ხელისუფლებამ იცის. მე რა ვიცი“.

კითხვაზე, ვის ინტერესშია მიხეილ კალანდიას დაკავება და არის თუ არა ხელისუფლების ინტერესში, ბორის კაკუბავამ განაცხადა: „ყველას ინტერესშია ალბათ. ხელისუფლების, ოპოზიციის“.

კითხვაზე, რა არის მიხეილ კალანდიას დაკავების მიზანი, დაკავებულის ბაბუამ განაცხადა:

„მიზანი არის ამ ქვეყნის დამხობა. გადმოტრიალება ეს არის მიზანი. ჩემი შვილიშვილი არ არის დამნაშავე და მას ღმერთო იცავს“, – აღნიშნა ბორის კაკუბავამ.

სასამართლო მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...