ბორის ჯონსონმა ტრამპს, შოტლანდიურ ვისკიზე დაწესებული საბაჟო გადასახადის გაუქმება სთხოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს მას ბრიტანულ საქონელზე, მათ შორის შოტლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფების გაუქმება სთხოვა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, არ დააწესოს საბაჟო გადასახადები ევროპულ ავტომობილებზე.

„ორმა ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავიანთი სურვილი სპეციალური ურთიერთობის დამყარებასთან და ძლიერი ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მას მერე, რაც დიდი ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2019 წლის მაისში, ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ ნახევარი წლით გადადოს ევროპულ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადის 25%-ით გაზრდა. ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა 14 ნოემბრისთვის უნდა მიიღოს. თავის მხრივ კი, ევროკავშირი აშშ-ს საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად