ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო მისი მხედველობა გაუარესდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული ავადმყოფობის გამო, მისი მხედველობა გაუარესდა.

“მრავალი წლის განმავლობაში პირველად მიწევს სათვალეების ტარება. ვფიქრობ, ძალიან სავარაუდოა, რომ გაუარესებული მხედველობა კორონავირუსის შედეგი იყოს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე.

აპრილში, მან ერთი კვირა გაატარა საავადმყოფოში კორონავირუსული ინფექციით, რამოდენიმე დღის განმავლობაში კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა.

ჯონსონმა აღნიშნული განცხადება გააკეთა ორშაბათს, თავის უახლოეს მრჩეველ დომინიკ ქამინგსონთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე, როდესაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, მიიჩნევს თუ არა იგი, კორონავირუსთან დაკავშირებულ ამ ვერსიას ლოგიკურად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად