ბორის ჯონსონმა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ხიდის აშენების ინიციატივა წარადგინა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ლა-მანშზე ახალი სატრანსპორტო მაგისტრალის აშენება შესთავაზა.

მოლაპარაკებებისას, რომელიც ბორის ჯონსონსა და ემანუელ მაკრონს შორის ბერკშირში გაიმართა, ჯონსონმა ხიდის მშენებლობის თემა წამოჭრა და განაცხადა, რომ კარგი სატრანსპორტო კავშირები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობისათვის.

მინისტრის თქმით, მოქმედი გვირაბი შეგვიძლია სატრანსპორტო მიმოსვლის მხოლოდ საწყის ეტაპად მივიჩნიოთ.

ამ ეტაპზე დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მხოლოდ სარკინიგზო გვირაბითაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომელიც ლა-მანშის სრუტის ქვეშაა გაყვანილი.

თავის ოფიციალურ ტვიტერზე ჯონსონმა დაწერა, რომ ლონდონმა და პარიზმა მსგავსი მასშტაბური პროექტების შეფასებისათვის სპეციალური კომისიის შექმნა გადაწყვიტეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...