ბორის ჯონსონმა ბრიტანეთში COVID19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ვადებზე ისაუბრა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ვადებზე ისაუბრა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ჯონსონის თქმით, პირველი შეზღუდვები 8 მარტს მოიხსნება. ასე რომ, გაერთიანებული სამეფოს მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ღია ცის ქვეშ შეხვდნენ ერთ ადამიანს. გაიხსნება სკოლები.

29 მარტს ქვეყანაში ტენისის კორტები, გოლფის კლუბები დაიწყებენ მუშაობას და დაიშვება ღია სპორტი. ასევე შესაძლებელი იქნება ექვსი ადამიანის ან ორი ოჯახის შეკრება. 12 აპრილს კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება: გაიხსნება არასასურსათო მაღაზიები და სხვა დაწესებულებები. მაისის შუა რიცხვებში ხელისუფლება გეგმავს ბარების, რესტორნების, კინოთეატრების, სასტუმროების გახსნას და ერთი ოჯახის წევრებს სახლში შეხვედრის საშუალება მიეცემათ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ, ალბათ, 21 ივნისისთვის მთავრობას ყველა შეზღუდვის მოხსნა შეეძლება. მან დასძინა, რომ ყველა პირობის გათვალისწინებით, ზაფხულში, ქვეყანაში შესაძლებელია სპორტული ღონისძიებების დაწყებაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად