ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერის პოსტის დასაკავებლად კამპანია დაიწყო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ბორის ჯონსონმა “კონსერვატიული პარტიის” ლიდერისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის თანამდებობის დასაკავებლად კამპანია დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი 31 ოქტომბერს ევროკავშირს დატოვებს.

11 ივნისს, დიდი ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ ოფიციალურად დაასახელა იმ ათი კანდიდატის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთმა შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა დაიკავოს.

კანდიდატების სია მოიცავს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელს ბორის ჯონსონს, Brexit-ის საკითხებში ყოფილ მინისტრს დომინიკ რააბს, შინაგან საქმეთა მინისტრს საჯიდ ჯავიდს, ჯანდაცვის მინისტრს მეთიუ ჰენკოკს, თემთა პალატის ყოფილ ლიდერს ანდრეა ლიდს, საერთაშორისო განვითარების მინისტრს რორ სტიუარტს, ბუნებრივი რესურსების მინისტრს მაიკლ გოუვს, მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს ჯერემი ჰანტს, შრომის და პენსიების მინისტრს ესთერ მაკვსა და თემთა პალატაში საფინანსო საკითხებში წარმომადგენელს მარკ ჰარპერს.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, ტერეზა მეიმ კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და პირი, რომელიც დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას, ავტომატურად გახდება პრემიერმინისტრიც. მანამ, სანამ კონსერვატიული პარტიის წევრები არ აირჩევენ ახალ ლიდერს, სათავეში კვლავ მეი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...