ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მან ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

”დღეს მე ხელი მოვაწერე შეთანხმებას, 31 იანვრიდან გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, რითაც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების დემოკრატიული მანდატი შევასრულე”, – წერს ბორის ჯონსონი “ტვიტერის” გვერდზე.

ბრიტანეთის პრემიერმა დასძინა, რომ ქვეყნის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება.

წინა დღით, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II- მ Brexit-ის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა.

24 იანვარს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა ევროკავშირში შეთანხმებას ასევე ხელი მოაწერეს.

როგორც ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა, დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ”ევროპარლამენტის მიერ მისი რატიფიკაციის შესაძლებლობა იხსნება”.

ევროპარლამენტში დოკუმენტის რატიფიცირება 29 იანვარსაა დაგეგმილი.

ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით,”როგორც კი ევროპარლამენტი თანხმობას განაცხადებს, საბჭო წერილობით მიიღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე”.

ცნობისთვის, Brexit-ი 2020 წლის 31 იანვარს იგეგმება.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად