ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაშია

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიიღო შეტყობინება, რომ მან თვით იზოლირება უნდა მოახდინოს კორონავირუსით დაავადებულ პირთან კონტაქტის გამო. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის მეთაურის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“პრემიერ მინისტრი შეასრულებს მითითებებს და იზოლაციაში გადავა. ის გააგრძელებს მუშაობას მის რეზიდენციაში დაუნგ სტრიტზე. პრემიერ მინისტრი თავს კარგად გრძნობს და COVID-19-ის სიმპტომებს არ ავლენს”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

პანდემიის დაწყების დღიდან დაინფიცირდა ბრიტანეთის მთავრობისა და სამეფო ოჯახის არაერთი წევრი. აპრილში თავად ჯონსონი საავადმყოფოში მოათავსეს კორონავირუსით. მან ერთი კვირა გაატარა ლონდონის საავადმყოფოში, რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში. პრემიერ-მინისტრი მოვალეობის შესრულებას 27 აპრილს დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად