ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრიბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობისდაკავებას ულოცავს.

მილოცვაში ხაზგასმულია ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.

„გიდასტურებთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისდა ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცემხარდაჭერას, რაც მოიცავს ჩვენი მხრიდან,- როგორც დღეს, ისე ევროკავშირიდან ჩვენიგამოსვლის შემდეგ, – თქვენი შიდა რეფორმების შემდგომი პროგრესის ხელშეწყობას. გისურვებთ წარმატებებს“, – ნათქვამია მილოცვაში.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად