ბორის ჯონსონი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტს, ვადამდელი არჩევნების 12 დეკემბერს ჩატარებას სთავაზობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი თანახმაა, რომ ქვეყნის პარლამენტს მეტი დრო მისცეს Brexit-ის დოკუმენტის განხილვისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ისინი თანახმა იქნებიან ვადამდელი არჩევნების 12 დეკემბერს ჩატარებაზე.

ჯონსონმა, ლეიბორისტებს ამ იდეის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხმის მიცემის პროცესი მომდევნო კვირისთვის არის დაგეგმილი.

პრემიერმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს ჯერემი კორბინს წერილი მისწერა, რომელიც თავის Twitter-ზე გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ თუკი ევროკავშირი ლონდონს კავშირიდან გამოსვლის თარიღის გადაწევის უფლებას მისცემს, დიდი ბრიტანეთი მაშინ ევროკავშირში 31 იანვრამდე უნდა დარჩეს და არჩევნებიც უნდა ჩაატაროს.

22 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ წინასწარ დაამტკიცა Brexit-ის შეთანხმება, თუმცა ამავდროულად უარყო სამდღიანი გრაფიკი, რომელიც პრემიერმა, შეთანხმების რეალიზაციის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებისთვის წარადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად