ბორის ჯონსონი: ჩემი ყველაზე თავაშვებული საქციელი სავალ ნაწილზე ველოსიპედით სიარულია

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი ყველაზე თავაშვებული საქციელი, რაც კი ცხოვრებაში გაუკეთებია, ველოსიპედით ტროტუარზე სიარულია.

„რა არის ჩემი ყველაზე თავაშვებული საქციელი, რაც კი ოდესმე გამიკეთებია? ერთხელ ველოსიპედით მივდიოდი, ველოსიპედით ხშირად დავდიოდი მაშინ და რამდენჯერმე არ დავიცავი კანონი და ფეხით მოსიარულეების სავალ ნაწილზე ვიარე“, – განაცხადა მან.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ნეგატიურად უყურებს ველოსიპედისტებს, რომლებიც კანონს არ ემორჩილებიან ფეხით სავალ ნაწილზე დადიან.

ბორის ჯონსონი ლონდონის მერის პოზიციაზე 2008 წელს დაინიშნა, შემდეგ კი, 2019 წელს, ტერეზა მეის გადაგომის მერე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად