ბორის ჯონსონი: ბრიტანეთის პოლიტიკაში რუსეთის შესაძლო ჩარევის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის პოლიტიკაში რუსეთის შესაძლო ჩარევის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

”ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს,” -განაცხადა ბორის ჯონსონმა BBC News-ის ეთერში.

კითხვაზე, თუ რატომ არ გამოაქვეყნა ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთის პოლიტიკაში შესაძლო ჩარევის თაობაზე ანგარიში, ჯონსონმა განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა დაჩქარდეს მისი გამოქვეყნების პროცესი.

”ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ჩვეულებრივი პროცედურები შეიცვალოს, რომლებიც სადაზვერვო და უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნებისთვისაა გამოყენებული, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები ტარდება”, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.

ბრიტანეთის ხელისუფლებას 4 ნოემბერს ქვეყნის პოლიტიკაში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე ანგარიში უნდა გამოქვეყნებინა. კერძოდ, საუბარია Brexit- ის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში კრემლის შესაძლო ჩარევაზე. გამოძიების შედეგების გამოქვეყნება ბრიტანეთში, არჩევნების ჩატარებამდე გადაიდო.

50-გვერდიანი ანგარიში ბრიტანეთის პარლამენტის სადაზვერვო და უსაფრთხოების კომიტეტების მიერ მომზადდა, ის 18 – თვიანი გამოძიების შედეგია.

ნოემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის პოლიტიკაში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე ანგარიში არ გამოქვეყნებოდა, რადგან პრემიერმინისტრი ჯონსონი ბრიტანეთის ევროკავშირის გასვლასთან დაკავშირებით ძალიან დაკავებული იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად