ბორის ჯონსონი: ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ღირსეულად შევხვდები

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ის დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას “ღირსეულად” შეხვდება.

”ისევე მოვიქცევი, როგორც ყველა დანარჩენი, ღირსეულად გამოვდივარ ევროკავშირიდან. ამ მოვლენას რაც შეიძლება პატივისცემით აღვნიშნავ, ღონისძიების მასშტაბის გათვალისწინებით”, – ციტირებს ბორის ჯონსონის სიტყვებს ბრიტანული მედია.

მან პირობა დადო, რომ Brexit-ის არც მომხრეების, არც მოწინააღმდეგეების შეურაცხყოფა საჭირო არ არის.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, Brexit-ი  “შესანიშნავი მომენტი იქნება ქვეყნისთვის, რადგან ის იმედსა და ახალ შესაძლებლობებს ქმნის”.

ევროპარლამენტარებმა ბრიტანეთის ევროკავშირის გასვლის თაობაზე შეთანხმება დაამტკიცეს. ევროკავშირის მიერ შეთანხმების შემდეგი და საბოლოო ნაბიჯი ევროკავშირის საბჭოს მიერ დოკუმენტის დამტკიცება იქნება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, 30 იანვარს გახდება ცნობილი.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად