ბორის ჯონსონი: არ ჩავერევი იმ სკანდალში, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარშემო ატყდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ იგი არ ჩაერევა იმ სკანდალში, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარშემო ატყდა მას შემდეგ, რაც პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლმა მისი წევრები რასიზმში დაადანაშაულა.

”მე პატივი ვეცი თქვენს მცდელობას, რომ ამ ამბავში ჩავერთო და ვთქვა იმაზე მეტი, ვიდრე უკვე ვთქვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა არაფერი უნდა განაცხადოს, როდესაც საქმე სამეფო ოჯახს ეხება”, – თქვა ჯონსონმა იმის შესახებ, მიიჩნევს თუ არა იგი სამეფო ოჯახის რომელიმე წარმომადგენელს რასისტად. სკანდალთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების კიდევ ერთი თხოვნის საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ იგი “ყოველთვის აღფრთოვანებული იყო დედოფლით და იმ გამაერთიანებელი როლით”, რომელიც მან ბრიტანეთისთვის შეასრულა. მანამდე მან განაცხადა, რომ სკანდალური სატელევიზიო გადაცემის ნახვის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ კვირას, CBS-ის სატელევიზიო ეთერში, სასექსის ჰერცოგინიამ თქვა, რომ სამეფო ოჯახი შეშფოთებულია მისი მომავალი ბავშვის კანის ფერის გამო და რომ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ბავშვს სათანადო ტიტულს არ მიანიჭებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...