ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა- ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ტესტის პასუხები რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიდან ცნობილია. 5 პაციენტიდან ახალ კორონავირუსზე მიღებულია უარყოფითი პასუხი.

“11 პაციენტიდან ხუთთან გაკეთდა კვლევა. ახალ კორონავირუსზე და მიღებულია უარყოფითი პასუხი. დანარჩენი პაციენტების კვლევა ახლა მიმდიანრეობს და მოგვიანეთ გვექნება პასუხი”-ამბობს მარინა ეზუგბაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად