ბონდო მძინარაშვილი: ბორდი დავაკვირდით, როგორ აშუქებდა 1 არხი საპარლამენტო არჩევნებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი აცხადებს, რომ ბორდში სხვადასხვა კვლევებსაც ატარებენ მაუწყებლის მუშაობასთან დაკავშირებით.

როგორც მან “აიპრესთან” ინტერვიუში თქვა, დაკვირვება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აწარმოეს და დასკვნაა, რომ მიუკეროებლად აშუქებდა პროცესს. ამბობს, რომ დოკუმენტს მალე დადებენ.

ბონდო მძინარაშვილთან ინტერვიუს მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუდან მცირე ამონარიდს.

_ ბორდის ფუნქცია კვლევების ჩატარებაც არის და ატარებთ?

_ რა თქმა უნდა. დაკვირვება გავაკეთეთ ამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და არასოდეს არ გაუკეთებია ეს ბორდს. წინასაარჩევნო პერიოდზე დასკვნა გამოვაქვეყნეთ. არჩევნების დღესთან დაკავშირებით, პოსტსაარჩევნო პერიოდზეც – როგორი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა და ა. შ.

_ რა დასკვნა დადეთ?

_ დასკვნა არის ის, რომ მაუწყებელი მიუკერძოებლად აშუქებდა ამ პროცესებს. ეს სამუშაო დოკუმენტი გვაქვს ჩვენ და მივიღებთ ამ დოკუმენტსაც. პირველადი დასკვნა რაც დავდეთ, ჩანს, რომ მართლა მიუკერძოებელია. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს მაუწყებელთან არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით, თქვას როდის და რომელ გადაცემაში დაირღვა ბალანსი. სად არ იყო მიუკერძოებელი მაუწყებელი.ბონდო მძინარაშვილი: ბორდი დავაკვირდით, როგორ აშუქებდა 1 არხი საპარლამენტო არჩევნებს

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად