ბოლოს 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 226 შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსის 226 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 131პაციენტი.

უწყების ინფორმაციით, აჭარაში, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა საერთო ჯამში 4852 შეადგენს. „აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში – 590 პაციენტი, მათ შორის 19 არასრულწლივანი და 28 ოსრულია.

რეანიმაციაში მოთავსებულია 53 პაციენტი. თავისუფალი საწოლების რაოდენობა- 29. ️ Covid სასტუმროებში მკურნალობას გადის 885 პირი, მათ შორის 62 არასრულწლოვანი. აჭარაში ბინაზე 1300-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან“,  – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად