A1 ბანერი

”ბოლო ვიყავი, ვინც მეჩეთი ცოცხალი დავტოვე”- ახალი ზელანდიის ტერაქტს გადარჩენილი მომხდარს იხსენებს

თვითმხილველმა რამზან ალიმ, რომელიც ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმებს გადაურჩა, ინციდენტის შესახებ ისაუბრა,-ინფორმაციას NZ Herald-ი ავრცელებს.

ალი იხსენებს, რომ ის მეჩეთში იმყოფებოდა, როდესაც ტერორისტებმა ცეცხლი გახსნეს.
მისი თქმით, ტერორისტი შენობის მთავარ შესასვლელში შეიჭრა. მამაკაცმა თავს გაქცევით უშველა და ფანჯრიდან გადახტა.

“დავინახე, როგორ გარბოდა ხალხი… ბოლო ვიყავი, ვინც მეჩეთი ცოცხალი დავტოვე. ვხედავდი, რომ კარიბჭის ორივე მხარეს დაღუპულები იყვნენ “, – იხსენებს ალი.

თვითმხილველის თქმით, თავდასხმის დროს შენობაში დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 49 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა, ზოგიერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. მეჩეთებში მომხდარი სროლის საქმეზე სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ადამიანი მკვლელობაშია ბრალდებული, ის ხვალ რაიონულ სასამართლოში წარგება. კიდევ ორი პირი პატიმრობა რჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...