ბოლო სამი თვის განმავლობაში, Bitcoin-ების ქსელში 600 000 ახალი მაინერი დარეგისტრირდა

ბოლო სამი თვის განმავლობაში, Bitcoin-ების ქსელს 600 000 ახალი მაინერი შეუერთდა. ამის შესახებ CoinDesk-ი წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ივნისის შუა რიცხვებში, Bitcoin-ის სირთულე და ჰეშრატი 60%-ით გაძლიერდა.

მსგავსი მაინერების წარმოებით კი დაკავებული არიან ისეთი კომპანიები, როგორიც არის Bitmain, Canaan, InnoSilicon და MicroBT, ერთი მოწყობილობის ღირებულება კი 1500-2000 აშშ დოლარს შეადგენს. მწარმოებლების მოგებამ ბოლო სამი თვის განმავლობაში, შესაძლოა 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი კომპანია აღჭურვილობას თავისივე პლატფორმაზე განათავსებს.

„მაინინგის ბაზარმა მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა 2019 წლის მეორე კვარტალში. გაჩნდა უმრავლესობა მაინერების დიდი დანაკლისი სხვადასხვა მწარმოებლების მხრიდან, ხოლო აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც შეუკვეთეს მეორე და მესამე კვარტალებში, მიმდინარე წლის ბოლომდეა მოსალოდნელი“, – აცხადებენ TokenInsight-ში.

მათი თქმით, მიმდინარე დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, მაინინგის სირთულე უახლოეს სამ თვეში 15 ტრილიონ გადააჭარბებს, ხოლო ჰეშრატი – 100 EH/s-ს.

აქამდე Fundstrat-ის თანადამფუძნებელი ტომ ლი აცხადებდა, რომ მაინინგი საკმაოდ მომგებიანი საქმიანობაა. ლის თქმით, ერთი Bitcoin-ის მოპოვება Bitmain Antminer S9 მოწყობილობაზე დაახლოებით 7,3 ათასი აშშ დოლარი ჯდება. ამასთან, კრიპტოვალუტის საშუალო კურსი ამ ეტაპზე 10,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად