ბოლო ორ კვირაში, იმერეთში ხუთმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით

დღეს კიდევ ერთი თვითმკვლელობა მოხდა იმერეთში, ამჯერად 30 წლის მამაკაცმა ჩამოიხრჩო თავი.

შემთხვევა დღეს საღამოს ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა. ფაქტი Ipress_ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბოლო პერიოდში, იმერეთის რეგიონში მომხდარი თვითმკვლელობების სტატისტიკა აშკარად საგანგაშოა.

15 ოქტომბერს: წყალტუბოში სანატორიუმ “სამგურალთან” 18 წლის ახალგაზრდა ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.მომხდარიდან მალე სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა გარდაცვლილის დედამ, გამოძიება ამ შემთხვევაშიც 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

5 ოქტომბერს: საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი ჩამოირჩო. გამოძიება სსკ_ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

2 ოქტომბერს: ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა თავი მოიკლა ქუთაისის ციხეში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად