ბოლო კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების საშუალოდღიური რაოდენობა 1394-დან 884-მდე შემცირდა

საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში ჩატარებულ ტესტებში დადებითი ტესტების ხვედრითი წილი 7%-მდე ჩამოვიდა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, გუშინ საქართველოში 14 827 „პისიარ” და ანტიგენის ტესტი ჩატარდა და მათგან 903-ში ანუ 6.1%-ში დადებითი შედეგი დაფიქსირდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული „პისიარ” და ანტიგენის ტესტების რაოდენობა, მათში დადებითი ტესტების რაოდენობა და ხვედრითი წილი ასეთია

08.01 – სულ ტესტი 18 149 – მ.შ. დადებითი – 2 058 → 11.3%
09.01 – სულ ტესტი 11 155 – მ.შ. დადებითი – 1 143 → 10.2%
10.01 – სულ ტესტი 7 898 – მ.შ. დადებითი – 551 → 7.0%
11.01 – სულ ტესტი 17 795 – მ.შ. დადებითი – 1 857 → 10.4%
12.01 – სულ ტესტი 19 438 – მ.შ. დადებითი – 1 618 → 8.3%
13.01 – სულ ტესტი 15 891 – მ.შ. დადებითი – 1 357 → 8.5%
14.01 – სულ ტესტი 15 205 – მ.შ. დადებითი – 1 177 → 7.7%

08.01-14.01 – სულ ტესტი 105 531 – მ.შ. დადებითი – 9 761 → 9.2%

15.01 – სულ ტესტი 15 152 – მ.შ. დადებითი – 1 236 → 8.2
16.01 – სულ ტესტი 9 083 – მ.შ. დადებითი – 780 → 8.6%
17.01 – სულ ტესტი 4 964 – მ.შ. დადებითი – 110 → 2.2%
18.01 – სულ ტესტი 17 398 – მ.შ. დადებითი – 1 550 → 8.9%
19.01 – სულ ტესტი 6 122 – მ.შ. დადებითი – 469 → 7.7%
20.01 – სულ ტესტი 17 019 – მ.შ. დადებითი – 1 137 → 6.7%
21.01 – სულ ტესტი 14 827 – მ.შ. დადებითი – 903 → 6.1%

15.01 – 21.01 სულ ტესტი 84 565 – მ.შ. დადებითი – 6 185 → 7.3%

8-დან 14 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში საქართველოში ჩატარდა 105 531 ტესტი და დადებითი შედეგი 9 761 შემთხვევაში დაფიქსირდა ანუ ჩატარებული ტესტების 9.2%-ში.

15-დან 21 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში საქართველოში ჩატარებული 84 565 ტესტიდან დადებითი შედეგი 6 185 შემთხვევაში ანუ ტესტების საერთო რაოდენობის 7.3%-ში დაფიქსირდა.

15-დან 21 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში 08-დან 14 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთთან შედარებით საშუალოდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 1394-დან 884-მდე ანუ 510-ით არის შემცირებული, ხოლო ტესტების დადებითობის საშუალოდღიური სიდიდე 9.2%-დან 7.3%-მდე.

ინფიცირების შემთხვევების საშუალოდღიური რაოდენობა განვლილი წლის 16-დან 23 დეკემბრამდე დროის მონაკვეთში შეადგენდა 2355-ს, ხოლო ტესტების დადებითობის მაჩვენებელი იყო 16.7%.

საქართველოში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 16.7%-ია

სპეციალისტთა შორის გავრცელებული შეხედულების თანახმად, ერთ-ერთი მახასიათებელი, როდესაც შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანა პანდემიას უმკლავდება, არის ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 3%-ზე ქვემოთ. გასული წლის დეკემბრის მეორე ნახევრისთვის მიღწეული და დღემდე შენარჩუნებული ინფიცირების შემთხვევების კლების ტემპით საქართველოში ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 3%-ზე ქვემოთ მოსალოდნელია იანვრის ბოლოსთვის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად