ბოლო ათწლეულის ყველაზე პოპულარულ ვიდეოდ Despacito დასახელდა

ყველაზე პოპულარულ ვიდეოდ, 2010 წლიდან მოყოლებული დღემდე პერიოდში, Luis Fonsi ft. Daddy Yanke-ს Despacito დასახელდა.

გამოსვლის დღიდან, ანუ 2017 წლის იანვრიდან დღემდე, ვიდეომ 6,5 მილიარდი ნახვა დააგროვა. ამის შესახებ Forbes წერს.

მეორე ადგილს კი ედ შირანის Shape Of You იკავებს, რომელსაც 4,5 მილიარდი ნახვა დაუგროვდა. მესამე პოზიციაზეა ვიზ ხალიფა და ჩარლი პუტი See You Again, რომელსაც 4,3 მილიარდი ნახვა აქვს.

ხუთეულში აგრეთვე მოხვდა მარკ რონსონი და ბრუნო მარსი სიმღერით Uptown Funk, რომელსაც 3,7 მილიარდი ნახვა აქვს და PSY-ს კლიპი Gangnam Style.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად