ბოლო 36 წლის განმავლობაში პირველად, მაკარტნი Billboard 200-ის მუსიკალური ჩარტის ლიდერი გახდა

ბოლო 36 წლის განმავლობაში პირველად, პოლ მაკარტნის მე-17 სტუდიური ალბომი Egypt Station, რომელიც 7 სექტემბერს გამოვიდა, ამერიკული ჰიტ-პარად Billboard 200-ის ლიდერი გახდა.

ერთი კვირის განმავლობაში ალბომის 153 ათასი მუსიკალური ფირფიტა გაიყიდა. აღნიშნულ მაჩვენებელს ანალიტიკოსებიც არ ელოდნენ.

მაკარტნი აღნიშნული მუსიკალური ჩარტის ლიდერი ბოლოს 1982 წელს, ალბომ Tug of War-ით გახდა. 2007 წელს კი, მუსიკოსის ალბომმა Memory Almost Full, მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად