ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსის – 636, აჭარაში – 333, იმერეთში – 320, ქვემო ქართლში – 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 33 858-ს შეადგენს.

როგორც აღვნიშნეთ, გრძელდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში გვყავს 2 197 გამოჯანმრთელებული პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 14 829-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 ადამიანი, აჭარაში – 7, ხოლო იმერეთში – 4 ადამიანი. გარდაცვლილების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 253 ადამიანს.

დღეს გამოვლენილი 1 731 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 636 ახალი შემთხვევა, აჭარაში – 333, იმერეთში – 320, ქვემო ქართლში – 121, შიდა ქართლში – 76, გურიაში – 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 119, კახეთში – 45, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15.

ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 750. 4 022 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 012, აჭარაში – 673. მძიმე პაციენტი არის 521, მათ შორის, თბილისში – 267, აჭარაში – 73. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 120 პირი – მათ შორის, თბილისში – 67, აჭარაში – 23. 2 344 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, სადაც გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის, 824 – აჭარაში, ხოლო 1 250 – თბილისში; 12 384 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 507 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 726, აჭარაში-1 788.

სულ 6-27 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 9 390 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 001 პირი, საიდანაც თბილისში – 3 283 პირი, აჭარაში – 11 793, იმერეთში – 4 072.

ეს გახლავთ სტატისტიკური მონაცემები ამ ეტაპისთვის, რომელიც ასახავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად