ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 3 მამაკაცი გარდაიცვალა

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამივე პაციენტი ზუგდიდელია. ისინი რუხის საავადმყოფოში გადიოდნენ მკურნალობას.
ერთ-ერთი მათანი არის ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი, 80 წლის მამაკაცი, მეორე სოფელ ახალსოფლის მკვიდრი, 72 წლის პირი და მესამე კი სოფელ ცაიშის მკვიდრი 88 წლის მამაკაცი.

ბოლო დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსი 400 ადამიანს დაუდასტურდა.
ამავე პერიოდში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 4 426 დადასტურებული შემთხვევაა. 35 ადამიანი გარდაიცვალა, 3 721 პირი კი გამოჯანმრთელდა.
29 ნოემბრის მაჩვენებლით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული ჯამური მაჩვენებელია 132 368, მათგან 110 049 გამოჯანმრთელდა, 1 230 კი გარდაიცვალა.
ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ამჯერადაც დედაქალაქშია (1 802) გმოვლენილი. სამეგრელო-ზემო სვანეთი, დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებლით ქვეყანაში მეოთხე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად