ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 123 ადამიანს დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მაშტაბით კორონავირუსი 123 ადამიანს დაუდასტურდა, ვირუსისგან კი 66 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეში 104 პირი იმყოფება.

რეგიონის კოვიდ კლინიკებში მყოფთა რაოდენობა სულ 253 პაციენტს შეადგენს. რუხის კლინიკაში 140 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 12. ფოთის კლინიკაში 40 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პაციენტია. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 27 პაციენტი იმყოფება. სენაკში ლაზიკა მედიში კი -46 პაციენტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...