ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით თითქმის 130 ბავშვი დაინფიცირდა, სამი ჩვილი მართვით სუნთქვაზეა

რამდენიმე დღეა, ბავშვები კლინიკებში ინტენსიურ ხველით, სუნთქვის გაძნელებით, მაღალი ტემპერატურით და კოვიდ 19-ის დიაგნოზით სულ უფრო ხშირად შეყავთ კლინიკებში. უმეტესობა მათგანს აღენიშნება დელტა შტამი, რომელიც საკმაოდ მძიმე ფორმებში მიმდინარეობს.

სამი ჩვილი მართვით სუნთქვაზეა და მათი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ  “რუსთავი 2”-თან, დღიური შემთხვევების ათი პროცენტი სწორედ ბავშვებზე მოდის- მაგალითად, მხოლოდ გუშინდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში, კოვიდით თითქმის 130 ბავშვი დაინფიცირდა, მათგან უმრავლესობას დელტა შტამი აქვს.

ექიმები აცხადებენ, რომ ბავშვებში კორონავირუსის ახალი შტამის შეჩერების ერთ-ერთი გზა არის მშობლების ვაქცინაცია.

კომენტარები
იტვირთება...