ბოლო 24 საათში covid19-ით თბილისში – 8 , იმერეთში – 4 და აჭარაში – 2 პაციენტი გარდაიცვალა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კოვიდ 19-ის 26 ოქტომბრის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელდა 603 პირი. ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეინიშნება გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა და მომდევნო დღეების განმავლობაში გვაქვს პოზიტიური მოლოდინები ამ კუთხით. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. სამწუხაროდ, 24 საათში 14 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 8 ადამიანი, იმერეთში – 4, ხოლო აჭარაში – 2. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ გვაქვს 215 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 872 შემთხვევიდან თბილისში არის – 913, აჭარაში – 296, იმერეთში – 337, ქვემო ქართლში – 89, შიდა ქართლში – 54, გურიაში – 32, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 90, კახეთში – 13, მცხეთა-მთიანეთში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 692. 3 832 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 969, აჭარაში – 657; დღეის მდგომარეობით, მძიმე პაციენტი გვყავს 401, მათ შორის, თბილისში – 159, აჭარაში – 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 117 პირი – მათ შორის, თბილისში – 71, აჭარაში – 23. 2 249 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 216 – აჭარაში, ხოლო 775 – თბილისში; 12 611 პირი მკურნალობის სრულ კურსს გადის ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 769 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 748, აჭარაში-1 937.

სულ, 6-25 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 8 503 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 736 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 608 პირი, აჭარაში – 10 910, იმერეთში – 4 105.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად