ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით რეგიონში 3 პაციენტი გარდაიცვალა.

უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, covid-19-ით, 2 ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო ერთი კაცი კლინიკა “მედცენტრში“ გარდაიცვალა.
77 წლის ქალი, დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი. თანხმლები დაავადებები:შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 2, ინსულინ დამოკიდებული, გულის უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
77 წლის ქალი, დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფისისი, თირკმლის მწვავე უკმარისობა. თანხმლები დაავადება:გულის იშემიური დაავადება.
81 წლის კაცი, დიაგნოზი: კოვიდ19, თავის ტვინის ინფარქტი დაუზუსტებელი, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი. თანხმლები დაავადებები:გულის ქრონიკული უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა, ესენციური ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტის შედეგები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად