ბოლო 24 საათში აჭარაში covid19-ის 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 1 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი.

ერთი პაციენტი გარდაიცვალა, ბამის რეესპუბლიკურ საავადმყოფოში.
სამინისტროს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, დღემდე გამოჯანმრთელებულია 34 166 პაციენტი. ხოლო 24 საათის განმავლობაში, კლინიკა დატოვა 18 პაციენტმა.
ამ დრომდე კრიტიკულია 2 პაციენტის მდგომარეობა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკაში მკურნალობას გადის 254 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 159, ონლაინ კლინიკაში 468 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად