ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში 7 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის შედეგად, საქართველოში 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სულ 143 პაციენტია გარდაცვლილი.

„გუშინ გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ენდელაძემ.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად