ბოლო 24 საათის განმავალობაში თელავის რეფერალურ სავადმყოფოს ინფექციურ-ბოქსირებულ განყოფოლრბაში სამი პაციენტი მოათავსეს

სამივე მათგანს რისკ ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვს.
აქედან,ორი შუახნის მამაკაცი გადმოვაყვნილოა საკარანტინე სივრციდან,ხოლო ერთი ქალი საცხოვრებელი ბინიდან.

კლინიკის დირექტორის განმარტებით,მათ აღენიშნებათ ცხელება, მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაიგზავანა.

“გუშინ დღის პირველ ნახევარში შემოიყვანეს ორი მამააკცი საკარანტინე სივრციდან,მათ აღენიშნებათ ცხელება და მოთავსდნენ ბოქსირებულ განყოფილებაში,ასევე გვიან შემოიყვანეს ერთი ქალბატნი ბინიდან.რომელსაც მამაკაცების მსგავსად უცხო ქვეყანაში მოგზაურობოს ისტორია აქვს.ყველას შემთხვევაში აღებულია ანალიზები და გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა რეაქცია არ იკვეთება.” – აღნიშნა ხათუნა ჭონიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად