ბოლო 2 კვირის ინცინდენტობის მაჩვენებლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზეა

მონაცემები ბოლო ორი კვირის კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობის და ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ აღებულია პორტალიდან worldmeters. info დღეს, 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 07:00 საათზე

გუშინ, 20 ოქტომბერს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კოვიდინფიცირების 1194 შემთხვევა გამოვლინდა და სულ, კოვიდინფიცირების გავრცელების დაწყების შემდეგ დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობამ 19857 შეადგინა.
 
კოვიდინფიცირების შემთხვევების ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული რაოდენობა (10612) გადათვლილი 100000 კაცზე 286-ის ტოლია.
 
100000 კაცზე ბოლო ორი კვირის ინცინდენტობის მაჩვენებელის სიდიდის მიხედვით, მსოფლიოს იმ ქვეყნების პირველი ოცეული, რომლებშიც მოსახლეობა არანაკლებ 1 მილიონია, ასე გამოიყურება:
 
1. ჩეხეთი – 970
 
2. ბელგია – 847
 
3. ნიდერლანდები – 580
 
4. სომხეთი – 460
 
5. საფრანგეთი – 453
 
6. არგენტინა – 429
 
7. სლოვენია – 371
 
8. დიდი ბრიტანეთი – 342
 
9. შვეიცარია – 341
 
10. ისრაელი – 317
 
11.კოსტა-რიკა – 309
 
12. ბაჰრეინი – 294
 
13. საქართველო – 286
 
14. აშშ – 238
 
15. პოლონეთი – 233
 
16. პორტუგალია – 230
 
17. კუვეიტი – 220
 
18. იორდანია – 215
 
19. ხორვატია – 214
 
20. პანამა – 211
 
ევროკომისიის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის რეკომენდირებული პრინციპის თანახმად, სასაზღვრო შეზღუდვები არ უნდა შეეხოს იმ ქვეყნის მცხოვრებლებს, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები 50-მდეა ან კოვიდინფიცირების შემთხვევები 150-მდეა და დადებითი ტესტების რაოდენობა არ აღემატება 3% და უნდა შეეხოთ იმ ქვეყნებს, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები 150-ზე მეტია ან 50-ზე მეტია და დადებითი ტესტების რაოდენობა სჭარბობს 3%-ს.
 
საქართველოში 14 სექტემბრიდან ინციდენტობის მაჩვენებელს გამოითვლიან როგორც ორი კვირის მანძილზე ყოველდღიური ინციდენტობების საშუალოს. ასეთი მეთოდით დათვლილი ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 20.4-ს, ხოლო ბოლო კვირის კი 27,0-ს.
 
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განმარტების თანახმად, მაღალი რისკის ქვეყნებად მიიჩნევიან 100 ათას მოსახლეზე 19-ს ზევით ინციდენტობის მაჩვენებელის მქონე ქვეყნები.
 
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში საარჩევნო სადამკვირებლო მისიის გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება
https://ipress.ge/new/evroparlamenti-saqarthveloshi-saarchevno-sadamkvirveblo-misiis-gauqmebis-gadatsqhvetilebaze-ganmartebas-akethebs/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად