ბოლო 2 კვირაში Covid19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ყოველ 100000 მცხოვრებზე საქართველო ევროპაში მე-10 ადგილზეა

მონაცემები ბოლო ორი კვირაში Covid19-ით გარდაცვალებულთა რაოდენობის და ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ აღებულია პორტალიდან worldmeters. info

ყოველ 100000 მცხოვრებზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში Covid19-ით გარდაცვალებულთა რაოდენობის მიხედვით შედგენილ ევროპის ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზე ჩეხეთია, სადაც მის მომდევნო ადგილზე მყოფ სომხეთთან შედარებით თითქმის 2-ჯერ მეტია გარდაცვალებულთა რაოდენობა.  

ბოლო 2 კვირის Covid19-ით გარდაცვალებულთა კუმულატიური რაოდენობა ჩეხეთში 1314-ია, რაც ყოველ 100000 მცხოვრებზე გააანგარიშებით 12,3-ს შეესაბამება.

საქართველოში ბოლო ორ კვირაში (14-27 ოქტომბერი) კორონავირუსით 136 კაცი გარდაიცვალა, რაც 100000 მცხოვრებზე გადაანგარიშებით 3,7-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მე-10 ადგილზეაჩეხეთი* – 12,3

სომხეთი – 6,4
ბელგია – 5,9
უნგრეთი – 5,6
რუმინეთი – 5,4
მოლდოვა – 5,3
უნგრეთი – 5,6
სლოვენია – 4,4
ესპანეთი* – 4,1
პოლონეთი – 4,0

საქართველო – 3,7

ანალოგიური მაჩვენებლის სიდიდე უკრაინაში არის 3,4, რუსეთში – 2,5, თურქეთში* – 1,2, აზერბაიჯანში – 0,8, ბელარუსში – 0,6, ყაზახეთში – 0,1

*13-26 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად