ბოლნისში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

კურიერთან” საუბარში ფაქტი ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმაც დაადასტურა.

“იყო გარკვეული დაპირისპირება, თუმცა დეტალები – დაზიანებულია, ნაცემია თუ სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს. სოფელში ადგილობრივი საზოგადოება იყო ნასვამი და მოხდა რაღაც ინციდენტი. მეტი არაფერი ვიცი,”- აცხადებს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად