ბოლნისის მუნიციპალიტეტში 3 შვილის დედა, 25 წლის ქალი ქმარმა ქამრით გაგუდა

შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე საკუთარი მეუღლე ქამრით გაგუდა.

“აიპრესთან” სოფელ ტალავერის რწმუნებული ნოვრუზ აივაზოვი აცხადებს, რომ შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გარდაცვლილი დაახლოებით 25 წლის ქალია, რომელსაც 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად