ბოლნისის მაჟორიტარი ადგილობრივების სასწრაფოსთან დაპირისპირებაზე: ადგილობრივი საზოგადოება იყო ნასვამი

ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა “რუსთავი 2”-თან საუბარში განაცხადა.

“იყო გარკვეული დაპირისპირება, თუმცა დეტალები – დაზიანებულია, ნაცემია თუ სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს. სოფელში ადგილობრივი საზოგადოება იყო ნასვამი და მოხდა რაღაც ინციდენტი. მეტი არაფერი ვიცი,”- აცხადებს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი.

შეგახსენებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად