ბოლივიის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 18 ოქტომბერს გადაიდო

ბოლივიის ნაციონალური საკანონმდებლო ასამბლეის (პარლამენტი) დეპუტატთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 18 ოქტომბერს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გადადებას ითვალისწინებს. შესაბამისი ინფორმაცია დეპუტატთა პალატის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ კანონით დადგენილი თარიღის შეცვლა შეუძლებელია. “გენერალური პროკურატურა აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს მათზე, ვინც ცდილობს რაიმე ფორმით შეცვალოს თარიღი”, – ნათქვამია კანონპროექტში, რომელიც ჯერ არ არის დამტკიცებული სენატორთა პალატის მიერ.

მანამდე, ბოლივიის უზენაესი საარჩევნო სასამართლოს (WIS) თავმჯდომარემ სალვადორ რომერომ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფუნქციების აღმასრულებელმა ინსტანციამ, პარლამენტის თანხმობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების გადადების შესახებ პანდემიის გამო. ყოფილმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა და მისმა მომხრეებმა გადაწყვეტილებას უკანონო უწოდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად